გერმანელი პოლიტიკოსები ტრამპს მოუწოდებენ არ იჩქაროს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 14:32

გერმანელი პოლიტიკოსები ტრამპს მოუწოდებენ არ იჩქაროს

გერმანელი პოლიტიკოსები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება სირიაში საპასუხო დარტყმების შესახებ – პარტია “მწვანეები” გერმანიის მთავრობას მოუწოდებს სირიის ქალაქ დუმაში სავარაუდო ქიმიური შეტევის სამხედრო პასუხის გაცემაზე ოფიციალურად გამოვიდეს წინააღმდეგ .
გერმანულმა მთავრობამ ვაშინგტონს და მოსკოვს უნდა განუცხადოს, რომ ბერლინს სურს გამოიძიონ შესაძლო ქიმიური თავდასხმა და რომ გამოძიება არ გახდეს შეუძლებელი ნაჩქარევი სამხედრო ჩარევებით – იურგენ ტრიტინმა თქვა. მან ახლანდელი სიტუაცია 2003 წლის ერაყის ომს შეადარა, როცა ვაშინგტონმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო იმიტომ, რომ ფიქრობდა, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღი ქონდათ, რაც საბოლოოდ, ვერ იპოვეს. “იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსგავსი რამ ახლაც არ მოხდება” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი კრისტიან ლინდნერი ვაშინგტონის ერთიან პოზიციას ვერ ხედავს სირიის საკითხზე. “შეკითხვა იმაში მდგომარეობს, არის თუ არა ტრამპის ადმინისტრაციაში ერთიანი ხედვა” – რადიო Deutschlandfunk-ის ეთერში თქვა პოლიტიკოსმა. ის იმედს იტოვებს, რომ ამერიკის პრეზიდნეტის მუქარა “თავისებური ტაქტიკაა მოლაპარაკებების საწარმოებლად”. მან დონალდ ტრამპის “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ გუშინდელ მოწოდებას რუსეთისადმი “უპასუხისმგებლო ტვიტი” უწოდა,

შემაშფოთებელია ტრამპის პროვოკაცია რუსეთისადმი – ალექსანდერ ლამსდორფმა გაზეთ Rheinische Post-ში თქვა. “წარმოუდგენელია, როგორი არასერიოზულობის დემონსტრირებას ახდენს ამერიკის ლიდერი, რომელიც მსოფლიოში უძლიერესი არმიის მთავარსარდალია” – განუცხადა პოლიტიკოსმა გაზეთს.

გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ნორბერტ რიოტგენი დარწმუნებულია, რომ ტრამპის განცხადება სირიაში სარაკეტო დარტყმების განხორციელებაზე, სერიოზულად უნდა აღიქვან აშშ-ს პრეზიდენტის სხვა ტვიტებისგან განსხვავებით, სადაც ის მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას ემუქრებოდა. “ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტი მსგავს რამეს მოქმედების გარეშე არ იტყვის” – რიოტგენმა თქვა, რომლის აზრით, აუცილებელია სირიის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების გაძლიერებული ცდა.

ამასთანავე, გერმანიის ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კოორდინატორმა პეტერ ბაიერმა თქვა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო ჩარევაზე მიესამლება.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტების” ინფორმაციით, სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური შეტევა მოხდა. ორგანიზაციის ინფორმაციის სხვა წყაროებით დადასტურება ვერ ხერხდება.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 14:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics