გერმანელი მინისტრი: თურქეთისთვის პასუხის გაცემის დრო მოვიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიფრანკ-ვალტერ შტაიმაიერი თურქეთს ევროკავშირის სახელით დაემუქრა. ამის შესახებ თურქული და გერმანული გამოცემები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარის მიზეზი თურქეთში ბოლო დროს თურქეთის ხელისუფლების მიერ ოპონენტთა მიმართ წარმოებული დაშინების კამპანია და 4 ნოემბერს პროქურთული საპარლამენტო პარტიის ,,ხალხთა დემოკრატიული პარტიის,, ლიდერების დაკავებაა, რომელთაც ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებისაგან ტავის არიდება ედებათ ბრალად. შტაიმაიერის განცხადებით, რომელიც მან ინგლისელ კოლეგა ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ტერორიზმთან ბრძოლა და ტერორისტების დასჯა თურქეთის პრეროგატივაა.

მისი თქმით, ის რაც თურქეთში ბოლო დროს ხელისუფლების ოპონენტთა წინააღმდეგ ხდება და დღეს ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ჩაიდინა, ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოითხოვს.

“ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რა გზას აირჩევს ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობაში და ეს მოვლენები როგორ იქნება ჩვენს მიერ აღქმული, ამაზე პასუხის გაცემის დრო მოვიდა”,- აცხადებს შტაიმაიერი

banner
წინა სტატიაშიირაკლი პეტრიაშვილი: პირუტყვს არ მოექცევა ადამიანი ისე, როგორც ჩინური კომპანია იქ დასაქმებულ ადამიანებს ექცევა
შემდეგი სტატიათურქი მინისტრი: ევროპისაგან ჭკუის სწავლებას ვერ მივიღებთ