გერმანელი გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერაყში დააკავეს

გერმანელი გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერაყში დააკავეს 20 წლის ერაყელი ალი ბ. რომელიც გერმანელი სამართალდამცველების თქმით 14 წლის სიუზანას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, 8 ივნისს ერაყში ქურთმა უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს – გერმანიის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. დაკავებული ივნისის დასაწყისში გერმანიიდან ერაყში ოჯახთან ერთად გაიქცა. ისინი სასწრაფოდ გადაფრინდნენ დიუსელდორფიდან სტამბოლში, იქიდან კი ერაყის ერბილში. მინისტრის თქმით, ალი ბ. წუხელ გერმანიის ფედერალური პოლიციის თხოვნით დააკავეს – “დოიჩე ველე” წერს.

14 წლის სიუზანა გერმანიის მაინცში მაისში დაიკარგა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მისი ცხედარი მეზობელ ქალაქ ვისბადენში იპოვა. ის თავდაპირველად გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული ორმა მამაკაცმა ჩაიდინა, 35 წლის თურქმა და ალი ბ-მ. პოლიციამ თურქი მამაკაცი დააკავა, თუმცა, გამოძიების თქმით, მის წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობს და ის იმავე დღეს გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიგურამ შარაძეს მეორედ არავის მოგაკვლევინებთ!
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა უკრაინა ბაბჩენკოს “მკვლელობის” გამო გააკრიტიკა