გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ კადეტებს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის კადეტებს შეხვდა.

შეხვედრისას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო კავკასიის გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.

ამერიკელი კადეტები საქართველოში 2016-2017 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სასწავლო პროგრამის განმავლობაში, კადეტებმა სხვადასხვა შეხვედრა-დისკუსია გამართეს.

აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის სასწავლო პროგრამა ოთხ წელს მოიცავს და აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, სამხედრო წვრთნასა და ფიზიკურ გამძლეობას, რათა კურსდამთავრებული საჰაერო ძალების საუკეთესო ოფიცერი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის „უმოქმედობა“ ეტყობა ლარსაც, სურსათის ფასსაც და რიკოთის გზასაც – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენი მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში არ არის სიახლე, ეს არის დამსახურებული პრივილეგია – ხულორდავა