გენერალი რომანენკო: პუტინმა გადაწყვიტა დონბასი დატოვოს

,,პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დონბასი დატოვოს.ერთადერთი საკითხია დარჩენილი – როგორ გავიდეს ის, მისაღები სახით,, ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტი იგორ რომანენკო აცხადებს.
უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე – რომანენკო, დარწმუნებულია რომ პუტინმა დონბასის რეგიონიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა არ იცის რა ფორმით მოხდება ეს.
რომანენკოს აზრით, პუტინზე მხოლოდ ძალა მოქმედებს.
,, როგორც კი ის ძალას იგრძნობს, ის დრეკადი ხდება. რამდენად დრეკადი – ეს უკვე საკითხავია. მაგრამ ის მაინც რეაგირებს,, აცხადებს უკრაინელი გენერალი, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს, საზეიმო აღლუმზე აშშ-ს თავდაცვის მინიტრის ჯეიმს მეტისისა და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის კურტ ვოლკერის ყოფნამ, დიდი გავლენა იქონია. ამავე დროს რომანენკო დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დონბასიდან რუსეთის მოსალოდნელი გასვლისა, კრემლი უკრაინაზე ზემოქმედების გზების ძიებას არ მიატოვებს.

banner
წინა სტატიაშისომხეთი აფხაზი სეპარატისტების ხელშეწყობას განაგრძნობს
შემდეგი სტატია,,გაზპრომის,, შემოსავლები კატასტროფულად ეცემა