გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარდგენა. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ჭანტურიას წინასწარ დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ხვალ დილის 6 საათზე ეწურებოდა.როგორც ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, პროკურატურას არ ჰქონდა არც ერთი მტკიცებულება ჭანტურიას წინააღმდეგ. ამიტომაც მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება.

 

banner
წინა სტატიაშიკრამერი: საქართველოში ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთების საფუძველს ქმნის
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს