“გემოვნებაზე არ დაობენ”- გიორგი ალიბეგაშვილი გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტზე

დედაქალაქის საკრებულის თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა ბუნებრივი პროცესია.

ალიბეგაშვილის თქმით, ანალოგიური ვნებათაღელვა სხვა ძეგლებთან დაკავშირებითაც იყო.

„ანალოგიური ვნებათაღელვა იყო მაგალითად, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი დაიდგა. ასე რომ, ეს ბუნებრივი პროცესია. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, თავისი შეხედულებები, მოსაზრებები აქვს და ბუნებრივია, რამდენიმე თვის შემდეგ უფრო კონკრეტული შეხედულებები გვექნება“, – აღნიშნავს გიორგი ალიბეგაშვილი.

კითხვაზე – თავად მოსწონს თუ არა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გემოვნებაზე არ დაობენ.

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი რამდენიმე დღის წინ დაიდგა. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.

banner
წინა სტატიაშიდოლარი 2.5538 ლარი-ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მონაცემები
შემდეგი სტატიალარი თითქმის 3 თეთრით გამყარდა – ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები