გემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრი ამოქმედდა.
ახალი სისტემა შავი ზღვის აკვატორიაში ტვირთმზიდი გემების მოძრაობას (VESSEL TRAFFIC SERVICE-VTS) გააკონტროლებს. გემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი ბათუმის, ფოთის და ყულევის პორტებში მოძრავ ხომალდებს მოემსახურება. აღნიშნული სერვისი ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლებასა და მოძრაობის ეფექტიანობაზეა გათვლილი. ცენტრის მომსახურებით ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები უფასოდ ისარგებლებენ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი საინფორმაციო სისტემა გემების საჭირო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას, მათი გადაადგილების დაკვირვებას და მარშრუტის დაგეგმვას ახორციელებს.
VTS სისტემა განსაკუთრებით რთულ სანავიგაციო ან მეტეოროლოგიურ სიტუაციაში გემებზე მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში განახორციელებს. VTS ცენტრის მომსახურებით სარგებლობა გემის ეკიპაჟს გაუმარტივებს ნაოსნობაში მუშაობის სირთულეებს და შეამცირებს ადამიანური ფაქტორებით გამოწვეულ შეცდომებს.
ახალ სამსახურში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს 15 მოქალაქეს დაასაქმებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პრესსპიკერი ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით პარტია „ეროვნული ფორუმის“ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიახანშიშესულმა ამერიკელმა ცოლი წამლის უქონლობის გამო მოკლა