Gem Fest-დან საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს

მუსიკალურ ფესტივალ “GEM Fest”-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 5-დან 2 ახალგაზრდის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და ისინი გაწერეს, ხოლო დანარჩენი 3 ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციისა და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, 3-ს კი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.

4 აგვისტოს 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, ძლიერი ინტოქსიკაციით დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში,,თბილისის განვითარების გენერალური გეგმით შემოთავაზებულია კომპაქტური ქალაქის იდეა”
შემდეგი სტატიახაშურში საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ