გელა მთივლიშვილი სუს-ის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სუს-ის შენობა დატოვა. თითქმის ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ შენობიდან გამოსული მთივლიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მასთან შეკითხვები აიუფ და დავით ბორჩაშვილის, პანკისის ხეობაში არსებული ვითარებისა და იმ განცხადებების შესახებ ჰქონდათ, რომელიც მთივლიშვილმა რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ საქმეს გიფით საიდუმლო ადევს.

შეგახსენებთ, რომ გელა მთივლიშვილმა გადაცემა არჩევანში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოდან სირიაში წასული ქართველები უკან ბრუნდებიან, რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

banner
წინა სტატიაშილავროვმა სირიაში ტერორიზმის აღმოფხვრის მეთოდი მოიფიქრა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანმა საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში მოიყვანა