გელა ხვედელიძეს მეორე ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს მეორე ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა. თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა ქირურგიული ჩარევა საჭიროდ ქვედა ყბაზე ჩათვალეს. სამედიცინო პეროსნალის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია:

„დაესვა დიაგნოზი – სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და თვალბუდის მოტეხილობა მარცხენა ნახევარში. ჩატარდა ოპერაცია სახის ძვლების რეპოზიცია ფიქსაცია ტიტანის ფირფიტებითა და მემბრანის გამოყენებით. ასევე ჩატარდა ოფთალმოლოგის მიერ თვალზე ოპერაცია,“ – განაცხადა ზურაბ ედიშერაშვილმა.  მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვედელიძეს კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს გუშინ თავს დაესხნენ, ხვედელიძე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 117 მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტთან სადებატო არაფერი არ გვაქვს მთავრობას-კახა კალაძე