გელა დუმბაძე პატრიარქის ინიციატივას მიესალმება

დიასპორის მეორე ფორუმი გაიმართა. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პატრიარქი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იყვნენ მიწვეული.

”დღეს გამოითქვა მრავალი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს რეჟიმი უნდა შერბილდეს, რადგან საქართველოს ძალიან ბევრი შვილი არის საზღვარგარეთ წასული და ისეთი სიტუაცია უნდა შეექმნათ, რომ ისინი ასოცირებული იყვნენ ქვეყანასთან და გაუმარტივდეთ აქ ჩამოსვლის ინიციატივა. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებას უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივების ინიციატივით მიმართავს. როგორც პატრიარქმა მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, დიასპორის ყველა წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

უწმინდესმა დიასპორაში მყოფი ქართველები დალოცა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ სამშობლოსთვის.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი უკმაყოფილო სტუდენტებს პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 % შეადგინა