გელა და კანდიდ ჩარკვიანები სტალინს სიკვდილამდე ხშირად სტუმრობდნენ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ფილმის “სტალინის სიკვდილის” კომენტირებისას თავისი ინგლისურის პედაგოგი, გელა ჩარკვიანი გაიხსენა და თქვა, რომ ის და მამამისი, პარტიის ლიდერი კავკასიაში, ბელადის გარდაცვალებამდე ხშირად დადიოდნენ მასთან. “სიტუაცია, რომელსაც ის (გელა ჩარკვიანი-რედ) აღწერდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია ნაჩვენები, ასე რომ, რეკომენდაციას გაძლევთ წახვიდეთ და ნახოთ” – წერს სააკაშვილი.

კომედია “სტალინის სიკვდილის” ჩვენება რუსეთის კულტურის მინისტრმა იმის გამო აკრძალა, რომ მასში, მინისტრის თქმით, აკრძალული მასალებია გამოყენებული, თუმცა, როგორც კი ფილმის იურიდიული ექსპერტიზა დასრულდება და დარღვევები არ დაფიქსირდება, ის გაქირავებაში გავა.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: სტალინი ჟანდარმებისგან მისმა დიდმა ბებიამ იხსნა
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურმა გამოიძიოს საიდან იშოვა 50 ათასი დოლარი პრემიერის მამამ – ლევან ხაბეიშვილი