გეი-კლუბზე თავდამსხმელი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პირველად 2013 წელს დაკითხა

9აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადასტურა, რომ გეი-კლუბ “პულსზე” თავდამსხმელი ომარ მატინი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ 2013 წელს მოექცა.
“ფედერალურმა ბიურომ მატინზე ყურადღება 2013 წელს გაამახვილა, როცა მან კოლეგებთან კერძო საუბრებში განაცხადა, რომ ტერორისტებთან გარკვეული კავშირი აქვს” – განაცხადა ბრიფინგზე გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა, რონალდ ჰოპერმა. მისი თქმით, როცა გადამოწმდა მოწმეების ჩვენება, ასევე ეჭვმიტანილის ჩანაწერები, მამაკაცზე თვალთვალი დაწესდა და ორჯერ დაიკითხა, თუმცა, მისი ექსტრემისტებთან კავშირი ვერ დამტკიცდა. საქმე ვერ გამოიძიეს და დაიხურა.

ჰოპერის თქმით, მატინი მეორედ თვითმკვლელ აბუ სალახთან დაკავშირებით დაიკითხა, მაგრამ მათ დაასკვნეს, რომ ის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. მათ მისთვის იარაღის ტარების უფლებაც კი არ ჩამოურთმევიათ – “ბიბისი” წერს.

10

დღესვე ვრცელდება ინფრომაცია, რომ ტერორისტის მამა, რომელიც აშშ-ს ავღანურ დიასპორაში გავლენიანი ფიგურაა, მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფება “თალიბანს” – The Washington Post-ი წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მის “იუთუბი” გვერდზე რამდენიმე მიმართვაა გამოქვეყნებული, სადაც სედიკ მარტინი ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას თალიბებთან დაკავშირებით.

სედიკ მატინის აზრით, რომელიც გუშინ სპეციალურად ავღანელი ხალხისთვის ჩაწერა, მან არ იცოდა, რომ მისი შვილი გულში ამხელა სიძულვილს ინახავდა გეების მიმართ, იმის მიუხედავად, რომ მან იცოდა, რომ ომარ მატინს ისინი არ მოსწონდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. პიჯაკების საქმეზე ანზორ ჩუბინიძე დაიკითხება
შემდეგი სტატიასტოლტენებრგი – ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოსთვის დამატებითი დახმარების საკითხს განიხილავენ