“გეგონება იმ 10 წელიწადში, არავინ წამებულა და ჩაწერა არავის მიმართ მომხდარა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, გია ვოლსკი არ იზიარებს იმ ადამიანების კრიტიკას, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნას ბევრი ნაკლოვანება ახლდა თან.

 

“ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ იმ ნაკლოვანებებზე, რაც რეალურად, სახელმწიფოს გააჩნია. ნუ მოვიხედებით იმისკენ, რასაც ჰქვია გასული 10 წელი. ეს 10 წელიც მასხრად აიგდეს. გეგონება იმ 10 წელიწადში, არავინ წამებულა, არავის მიმართ ჩაწერა არ მომხდარა. რეალობას შევხედოთ თვალებში. არ იცით, რომ ჩაწერები ხდებოდა და თუ გარეთ არ გამოდიოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაწერაში ვინც იყო სიუჟეტში დაფიქსირებული, მისთვის დაედოთ წინ და შანტაჟი გაეწიათ?! შანტაჟი ყოვლად ბინძური მეთოდით ხდებოდა, რათა მორჩილებაში ჰყოლოდათ მთელი მასა. არც მინდა დავუშვა, რომ ალბათ, ის ადამიანები, ვინც ძალიან ხმამაღლა გაჰკივიან ამ ტრიბუნიდან, შესაძლოა, თვითონაც არიან ამ შანტაჟის მსხვერპლნი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, პერსონალური ინსპექტორის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი კანონი ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, მისასალმებელია.
“კანონში სასჯელი გათანაბრებულია იმ სასჯელთან, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვისაა დაწესებული. ძალიან მძიმეა ეს დანაშაული და ვფიქრობ, მართებულადაა ის სასჯელის ზომა განსაზღვრული, რომელცი ასეთი დანაშაულისთვის არის განკუთვნილი ადამიანისთვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკის პარტიამ საპარლამენტო სიის პირველი ათეული შეარჩია
შემდეგი სტატია,,გიგა ბუკიას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის”