გედევან ფოფხაძე : რუსეთი აგრესორია, ეს სადაო აღარ არის

სოფელ ავლევთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვა უმრავლესობის დეპუტატმა რუსეთის აგრესიის გაგრძელებად შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. უმრავლესობის წევრის თქმით, რუსეთი აგრესორია და საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს.

“სამწუხაროა, როცა მეზობელი სახელმწიფო ყველა საერთაშორისო ნორმას იგნორირებას უწევს და მეზობლობის არანის წესს არ აღიარებს, რუსეთი, რომ აგრესორია, სადაო აღარ არის. სამწუხაროდ, რუსეთთან დიალოგის არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნია, მასთან ამ პრობლემებზე საუბარს აზრი არ აქვს“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში დღეს ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი : „ნაცმოძრაობის“ განცხადებას ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენების შესახებ ცუდი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს