გედევან ფოფხაძე : მე ობიექტურად არ მიმაჩნია კრიტიკის საგნად ლევან იზორიას კანდიდატურა

მე დარწმუნებული ვარ, ლევან იზორია მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სტატუსიდან გამომდინარე მას ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„მე ობიექტურად არ მიმაჩნია კრიტიკის საგნად ლევან იზორიას კანდიდატურა. პიროვნულად ბატონი ლევანი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, სრული თანხვედრა გვაქვს ღირებულებების დონეზე. ეს არის ძალიან ჯანსაღად და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. მე დარწმუნებული ვარ, ის მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სტატუსიდან გამომდინარე ექნება მას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, არაკორექტულად მიაჩნია ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხრიდან ლევან იზორიაზე თავდასხმები.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არაკორექტულად მიმაჩნია ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხრიდან მასზე თავდასხმები. როდესაც ქალბატონი თინათინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, ჩვენ ასეთი წინასწარი უარყოფითი ფონი არ შეგვიქმნია და მგონია, რომ ლევან იზორიას აქვს იმდენი ნდობა და პოტენციალი, რომ მიეცეს საშუალება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და ამის შემდეგ შევაფასოთ და არა წინასწარ. ლევან იზორია არის ნიჭიერი და კარგი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრ სფეროში იყოს წარმატებული, მათ შორის, თავდაცვის სფეროში”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალკის რაიონში სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : გამოძიება უნდა ჩატარდეს, საუბარი გვაქვს ქვეყნის ღალატზე