გედევან ფოფხაძე: ჩვენ არ ვწყვეტთ რა შენობებში ვიქნებით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით თუ შესაბამისი სტრუქტურები მიღებენ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს სხვა შენობაში, ეს პრობლემად არ უნდა იქცეს.

„თუ შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტმა თავისი საქმიანმობა უნდა განახორციელოს სხვა შენობაში, ეს არ შეიძლება იყოს რამე პრობლემა და ჩვეულებრივად უნდა მოხდეს. ჩვენ არ ვწყვეტთ რა შენობებში ვიქნებით“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ხანძრის შედეგად მოხუცი და-ძმა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4018 ლარია