გედევან ფოფხაძე: ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, რაღაც იყიდოს

უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უკვე შესყიდული 4 ჰექტარისა და 29 ჰექტარის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს აქვს უფლება რაღაც იყიდოს.

“თუ ბიძინა ივანიშვილს რომელიმე აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი ექნება, ის ისეთივე მოქალაქეა ამ ქვეყნის, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. მასაც აქვს უფლება, რაღაც იყიდოს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაცემული. თუ პროცედურებში ვინმე რამე ხარვეზს ხედავს, უნდა დაასაბუთოს. ”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიქედაში 85 წლის მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიაავღანეთში ყანდაღარის და ბადახშანის თალიბთა ლიდერები განადგურებულია