,,GDS-ზე მაშინ მივალ, როცა რეიტინგი ექნებათ და ბენზინი არ დამენანება,, აცხადებს რომან გოცირიძე

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ტელეარხ GDS-ზე კვირაობით გამავალ ბიძინა ივანიშვილის გადაცემა ,,20:30,,ში მის მიმართ გამოჩენილ ,,მეტისმეტ,, ყურადღებას ,,ფეისბუქით,, ეხმიანება…

,,რამდენჯერმე მოვხვდი 2030-ის ყურადღების ცენტრში. არ ვაპირებდი გამოხმაურებას, რადგან ვერც ფორმით, ვერც შინაარსით, ვერც აუდიტორიის მოცვით, ვერც ნდობის ხარისხით ვერ გასცდა იგი სტუდენტური ტელევიზიის დონეს. ამიტომ შეპასუხება ზედმეტად ჩავთვალე.
მაგრამ უკვე მეტისმეტი მოსდით.
დღე არ გავა, არ გამოხატონ უკმაყოფილება ევრონიუსისათვის წინა კვირას ჩემს მიერ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაკეთებული ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, ერთი უწყინარი კომენტარის გამო.
საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ეკონომიკური განვითარების ლიბერალურ გზას, გეზი აიღო სახელმწიფო რეგულირებაზე და მისი როლის გაძლიერებაზე, რომელიც სამომავლოდ შექმნის პრობლემებს. ეს იყო და ეს. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ლარის დევალვაცია გამოიწვია როგორც საგარეო ასევე საშინაო ფაქტორებმა. თუ პროცესი გაგრძელდა, მცირე ბიზნესს განსაკუთრებით გაუჭირდება და ბევრი შეიძლება დაიხუროს ( ამას მაღაზიის გამყიდველი ამბობს). რა არის ამაში ახალი?
ვიზუალური მხარე არ მოგვეწონაო (რომელი ტელეოპერატორი მე მნახეს), ქუჩაში დანჯღრეული მანქანა აჩვენესო, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები უშნოდ გამოიყურებოდაო. მოკლედ, რატომ არ იყო ყველაფერი ეს განათებული ბათუმის, განახლებული ძველი თბილისის, შუშის ხიდის, იუსტიციის სახლებისა და პოლიციის ლამაზი შენობების ფონზეო. შეკვეთილიაო… დაიწყეს ძიება, თუ ვის შეეძლო “ევროპის მასშტაბით” შეკვეთა და რომელიმე პოლიტიკური ძალის წისქვილზე ხომ არ ვასხამდით წყალს. ეს უკვე ინტერნეტსივრცეში, ამ გადაცემის მონათესავე, ახლადგამოჩეკილი სააგენტოების მეშვეობით.
ხომ არ მობრძანდებით ჩვენს გადაცემაშიო. უარი ვუთხარი. მაშინ მართლა არ მეცალა. არც ვიცოდი, თავის გამართლება თუ მომიწევდა. ახლა მინდა გავაგებინო: დიდი სიამოვნებით მოვალ მაშინ, როცა მათი “ყურებადობის” რეიტინგი ერთ პროცენტს გადასცდება და იქ მისასვლელად დახარჯული ბენზი არ დამენანება.
p.s. დიდ პატივს ვცემ ვასიკოს. უდაოდ ნიჭიერი კაცია და მედიასფეროშიც საკმაოდ გამოცდილი. არაფერს ვამბობ ეროვნული მოძრაობაზე და შემდგომ პერიოდზე, როცა არაერთხელ გადაკვეთილა ჩვენი საქმიანობის გზები( თუნდაც პარლამენტში). მეგობრულად მინდა ვკითხო: მართლა გჯერა, რომ აქედან რაიმე გამოვა?
P.S. ერთ-ერთი პასკვილი დღეს დილით უკვე გამოჩნდა ერთ-ერთი გაზეთის ფურცელზე. გაზეთს არაფერს ვერჩი. პირიქით, წესიერად მოიქცა. მათი ნაცოდვილარი შავ არშიაშია ჩასმული. ანუ ფასიანია. იბეჭდება რეკლამისთვის განკუთვნილ ფორმატში,, აცხადებს გოცირიძე

banner
წინა სტატიაში,,სად გიორგი ჯანელიძე და სად სააკაშვილი,, უკრაინაში მებრძოლი ქართველის აზრი
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა პოლიციელების ოჯახისთვის კომპენსაციის დანიშვნას მიესალმება