,,გაზპრომმა,, შავ ზღვაზე ,,თურქული ნაკადის,, მშენებლობა დაიწყო

რუსულმა კომპანია ,,გაზპრომმა,, შავი ზღვის ფსკერზე ,,თუქრულ ნაკადად,, წოდებული 900 კილომეტრიანი მილის მშენებლობა დაიწყო.


,,გაზპრომის,, ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, ,,თურქული ნაკადის,, პრეზიდენტ პუტინის დავალებისამებრ, 2019 წელს დასრულდება და რუსეთს შეეძლება თურქეთსა და თურქეთ-საბერძნეთის გავლით ევროპასაც ალტერნატიული გზით მიაწოდოს გაზი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული გაზის მილის მშენებლობას კომპანია Allseas Group-ი განახორციელებს, რომელსაც მსგავსი სამუშაოებისათვის მსოფლიოში იდიდესი გემი Pioneering Spirit-ი ჩამოჰყავს შავ ზღვაზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო