“გაზპრომის” ხელშეკრულება – ძიძიგურის აზრით, მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გაზპრომის ხელშეკრულების ზოგიერთი დეტალი მათთვის ცნობილია. უმრავლესობის აზრით, ქართულმა მხარემ გაზპრომთან მოლაპარაკებისას საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

ზვიად ძიძიგურის აზრით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა და ოპოზიცია ამ საკითხს შოუს დასადგმელად იყენებს.

„მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და გამოვიდა ძალიან ოპტიმალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც არც მოსახლეობა, არც ბიზნესი, არც საქართველოს არც-ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა. ის, რომ ტრანზიტის საფასური გადახდა ნატურის ნაცვლად ხდება ფულით, ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ყველაფერი ჩემთვის გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობის ორივე ნაწილი, ბოკერიას ფრთაც და სააკაშვილის ფრთაც ახლა ეცდება რაც შეიძება ხმამაღლა იყვიროს გაზპრომთან დაკავშირებით, რომ მათ დაადასტურონ, რომ ისნი უფრო მაგრად ოპოზიციონერები არიან, ვიდრე დანარჩენი სხვა,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაპატრიარქი: ყოველ ადამიანს სახლში დიდი აიაზმა უნდა ჰქონდეს