“გაზის მარაგის არსებობის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა განსახორციელებელი”

news
: news თებერვალი 5, 2016 19:54 განახლებულია

“გაზის მარაგის არსებობის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა განსახორციელებელი”

მნიშვნელოვანი

  • ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში გაზის მარაგის არსებობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის დასამტკიცებლად დიდი მოცულობის ფინანსური ინვესტიციის ჩადებაა საჭირო.

სხვა სტატიები

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში გაზის მარაგის არსებობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის დასამტკიცებლად დიდი მოცულობის ფინანსური ინვესტიციის ჩადებაა საჭირო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია “ფრონტერას” განცხადებაში ისეთ მოცულობებზეა საუბარი, რომელიც არც თურქმენეთს და არც იმ ქვეყნებს, რომლებიც გაზის მოპოვებით არიან დაკავებული, არ გააჩნიათ.

„შეიძლება მიწის ქვეშ გარკვეული მარაგი იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციებია განსახორციელებელი. შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება ფინანსური ბიზნესის და კომერციული თვალსაზრისით ამ გაზის ამოღება. აქ საუბარია არა მილიონებზე, არამედ მიალიარდობით ინვესტიციებზე. “ფრონტერა” უკვე 20 წელია მოღვაწეობს საქართველოში და მათ მიერ წარმოდგენილი ლიცენზია ყოველწლიურად ახლდება, თუმცა ამ სამუშაოების განხორციელებაზე არაფერი წინადადება არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

news
: news თებერვალი 5, 2016 19:54 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics