გაზეთი ″საბაჰი″ ქართულ მედიას და ქართველ ჟურნალისტებს შეურაცყოფას აყენებს

ერდოღანის სიძის გაზეთმა „საბაჰმა„ თავის ვებგვერდის საშუალებით გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაში ქართულ მედია საშუალებებს და ქართველ ჟურნალისტებს შეურაცყოფა მიაყენა. გაზეთი წერს რომ გიულენისტებმა ქართულიმედიის წარმომადგენლებს ფულს უხდიან და რეპორტაჟებს აკეთებინებენ. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუსტაფა ემრე ჩაბუკის მეუღლის თუბა ჩაბუკის მიერ გუშინწინ ჩატარებულ პრესკონფერენციას ესწრებოდა ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ რეპორტაჟებს ამზადებენ.

საქართველოს ხელმძღვანელობამ, პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის საქართველოში ვიზიტის შემდეგ FETÖ-ს მიმართულებით ოპერაციების სერია დაიწყო. თურქეთში ექტრადირებულ იქნა რეგიონის იმამი და სკოლების დირექტორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი.
დღეს თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში გულენისტმა მოღალატეებმა პრესკონფერენცია გამართეს და თურქეთის მიმართულებით მუქარის კორიანტელი დააყენეს. პრესკონფერენციას ესწრებოდა ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი, რომლებიც თანხის სანაცვლოდ რეპორტაჟებს ამზადებენ.
მას შემდეგ, რაც გაშიფრულ იქნა მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ყალბი სანოტარო დოკუმენტებით საქართველოში არსებული FETÖ-ს სკოლების ამერიკაში დაარსებული ფირმა „მერიდიენისათვის“ (Meridyen) გადაცემას, დაკავებული და თურქეთში ექსტადირებული იქნა საქართველოს იმამი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. დღეს FETÖ-ს მიერ თბილისში დაარსებულ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში გამართულ პრესკონფერენციაზე მოღალატე გულენისტებმა თურქეთის მიმართულებით მუქარით სავსე განცხადებები გააკეთეს.
ყალბი სანოტარო დოკუმენტებით სკოლების აშშ-ში დაარსებულ კომპანიაზე გადაცემის მცდელობის გამო დაკავებული და თურქეთში ექსტრადირებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი ქართული მედიისათვის გაკეთებული განცხადებებით თურქეთს დაემუქრა. პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებით თუბა ჩაბუქი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში თურქეთის უარყოფითი კუთხით წარმოჩენას, რაშიც მას მოღალატე გულენისტები მხარს უჭერდნენ.
საქართველოში რთული დრო დაუდგათ გულენისტ მოღალატეებს, რომლებიც განაგრძობენ მოღალატეობრივ საქმიანობას, ქართული მედიის წარმომადგენლებს ფულს უხდიან და რეპორტაჟებს აკეთებინებენ. მიმდინარე წლის მაისში პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტის შემდეგ საქართველოში FETÖ-ს წინააღმდეგ ოპერაციები დაიწყო. საქართველოში არსებული სკოლის საკონფერენციო დარბაზში გულენისტი მოღალატეების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის მისამართით მუქარით სავსე განცხადებები გაკეთდა, რამაც დიდი რეაქცია გამოიწვია.
წყარო: http://www.sabah.com.tr/gundem/2017/06/28/fetocu-hainler-gurcistandan-turkiyeyi-tehdit-etti

banner
წინა სტატიაში1000 მეტრიანი დროშით და 7 კილომეტრიანი კოლონით, ერდოღანის ოპოზიცია სტამბულში შედის
შემდეგი სტატიატრამპმა CNN-ის ნიუსებს ,,თაღლითური,, უწოდა