გავათავე თქვენთან ურთიერთობა…-გოგი თოფაძემ “იბერიის” ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა (+ვიდეო)

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ–გოგი თოფაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლდიერმა გოგი თოფაძემ,ტელეკომპანია “იბერიის” ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგი თოფაძის გაღიზიანება გადაცემა “პრიორიტეტების” წამყვანის მიერ დასმულმა იმ კითხვამ გამოიწვია, რომელიც მისი და არჩილ ჭყოიძის შეხვედრას ეხებოდა. თოფაძემ განაცხადა, რომ ჭყოიძე მასთან მისმა მეგობრებმა მიიყვანეს, შეხვედრა 15 წუთს გაგრძელდა და “ვერც კი გაიგო თუ რა უნდოდა ჭყოიძეს”. კითხვაზე თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, თოფაძემ განაცხადა, რომ ის გადაცემას ეთერში მისვლაზე დათანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს უნდა შეხებოდა. “დამიძახეთ თქვენ, რომ გენმოდიფიცირებული პრობლემა იყო, ახლა მეუბნებით კიდევ სხვა თემებზე. ამომწურავი პასუხი მოგეცით ამ თემაზე და გავათავე თქვენთან ურთიერთობა,”-განაცხადა თოფაძემ და გადაცემა დატოვა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=110&v=ve1RYuvXcEM

banner
წინა სტატიაშიდავით ჟვანია – მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო კამპანიისას მილიონ დოლარზე მეტი მივეცი
შემდეგი სტატია,,ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ელემენტარული დეტალები ჩვენი სახელმწიფოებრიობის”