“გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ “რუსთავი 2” არ დაუბრუნდება დამფუძნებლებს“-დვალი და აქიმიძე სასამართლომდე 1 დღით ადრე ბრიფინგს მართავენ

არასდროს არ იქნება რუსთავი2 პროსახელისუფლებო და მე გპირდებით, რომ ეს არასდროს იქნება- განაცხადა ,,რუსთავი2″ის ყოფილმა დამფუძნებელმა დავით დვალმა. რუსთავი ორის დამფუძნებლებმა რუსთავი2-ის სასამართლო პროცესამდე ~ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართეს.

მათი თქმით, ხდება რუსთავი 2-ის საქმის გაპოლიტიკურება და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ეს ქონებრივი დავა წარმოაჩინონ, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

მათი თქმით, სამომავლოდ ტელევიზიის მოქმედების სამ პუქტიანი გეგმა აქვთ, საიდანაც მთავარი ისაა, რომ ტელეკომპანია აპოლიტიკური იქნება.

,,ტელევიზია ემიჯნება პოლიტიკურ ძალას და საკუთარ საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო , დემოკრატიულ და ჟურნალისტურ ეთეიკას დაქვემდებარებული.

არ დაფინანსდება პარტიების შემოწირულობებით. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით“- აცხადებს ჯ არჯი აქიმიძე.

დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის კიდევ ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა განაცხადა, რომ ხვალინდელი სასამართლო პროცესი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მაგალითი იქნება.

„ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღეს, ხვალ ჩნდება შანსი რომ საქართველოს ისტორიაში სამართლებრივი გზით გადაიდგას ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისკენ. იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა და აჟიოტაჟისა სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, როგორის უნდა იყოს,“-განაცხადა დვალმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას”
შემდეგი სტატიახვალ ნამდვილად არის ისტორიული დღე-ზაალ უდუმაშვილის პასუხი აქიმიძე-დვალს და რას აპირებს რუსთავი2