“გაუქმდეს ის უკანონო განკარგულება…ეს არის კრიმინალი”- მეჭიაური

თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

“გაუქმდეს ის უკანონო განკარგულება, რომელიც გამოსცა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომის გარეშე. გუშინ კომისიის სხდომაზე, ამ საკითხის განხილვაში თვითონ კომისიის წევრებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა რამეთუ 2-3 გამონაკლისის გარდა იქ არავინ არ უჭერს. ეს არის კრიმინალი და კრიმინლაში მონაწილეობის მიღება მათ წევრებს არ უნდათ” აცხადებს მეჭიაური.

ცესკო-ს ბოლო წინასწარი მონაცემებით, მეჭიაურს ოთხი ხმით ქართული ოცნების კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა აჯობა, თუმცა მანამდე გამოქვეყნებული შედეგებით, ქიტესაშვილი მეჭიაურთან ერთი ხმით მარცხდებოდა.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატია„ახალი საქართველო“ საარჩევნო სისტემის ტექნოლოგიურ და სისტემურ განახლებაზე მუშაობას იწყებს