გაუქმდება თუ არა მეთორმეტე კლასი- რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

jejelavaგანათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მეთორმეტე კლასის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მინისტრი აცხადებს „თაიმერთან საუბარში“, მეთორმეტე კლასის გაუქმება არ იგეგმება, თუმცა რეფორმების საკითხი დღის წესრიგში დგას. ალექსანდრე ჯეჯელავაას თქმით, მე-11 და მე-12 კლასები უნდა იყოს ტრამპლინი უმაღლესისკენ, მაგრამ „რეპეტიტორის ინსტიტუტი“ მათ კონკურენციას უქმნის. „ჩვენ თუ მეთორმეტე კლასის ხარისხს გავზრდით, ამდენი რეპეტიტორი აღარ იქნება საჭირო”- დასძინა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიFox News-მა გამოაქვეყნა ბარაკ ობამას ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოები
შემდეგი სტატიაESPN-მა სპორტსმენებს შიშველი ფოტოსესია ჩაუტარა