“გაუგებარია, რატომ არ მოხდა, პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება” – გიორგი აბაშიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს.

გიორგი აბაშიშვილისთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაიზიარა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.

„გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას და რომელიც ძირითადში ემყარებოდა ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ მოსაზრებებს. არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არა გაურბოდნენ დისკუსიებს,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, ვეტოს დაძლევის შემდეგ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მოტივირებული შენიშვნების ნაწილი მისაღები იყო, თუმცა კანონმდებლობიდან გამომდინარე მისი ნაწილობრივ გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის მაუწყებლის დახურვის გეგმა,” – დოდო შონავა ვასილ მაღლაფერიძის გეგმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე – ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო