გატაცებული EgyptAir-ის სტიუარდესამ გამტაცებელს „სულისშემძვრელი“ უწოდა

სტიუარდესა ნაიერ ჰასანმა, რომელიც EgyptAir-ის ეკიპაჟის წევრია, პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამტაცებლის მოქმედებები „სულისშემძვრელი“ იყო.
მისი თქმით, გამტაცებელი მოქმედებდა მშვიდად. „ის ძალიან მშვიდი იყო, მაგრამ რაღაც უცნაური იყო მის მოქმედებაში … თითქოს არ იცოდა რა უნდოდა, კონკრეტულად რა უნდა. ერთადერთი, რაც ცხადი იყო, რომ მას უნდოდა თავისი ყოფილი ცოლის ნახვა. ეს ისეთი სულისშემძვრელი იყო“ – განაცხადა ჰასანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამტაცებელი „სულ ჩუმად იჯდა, და თუკი ვინმე მას ფოტოს გადღებას სთხოვდა, ის თანახმა იყო. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ჩვენ მასთან ვყოფილიყავით“.
„ჩვენ გვეშინოდა. ის მშვიდად იჯდა. ჩვენ მას ყავას და ჩაის ვთავაზობდით, რომელსაც ის მშვიდად სვამდა. ჩვენ ვცდილობდით ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, რომ ის არ ანერვიულებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს „ემოციური“ ან „სულისშემძვრელი“ თვითმფრინავის გატაცება იყო“ – დაამატა სტიუარდესამ.
EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან ქაიროში მიფრინავდა 29 მარტს გაიტაცა ერთმა მგზავრმა. შედეგად არავინ დაშავებულა. გამტაცებელმა განაცხადა, რომ მისი მოტივი საკუთარ ოჯახთან შეხვედრა იყო, რომლის საშუალებასაც მას ეგვიპტის მთავრობა არ აძლევდა.

banner
წინა სტატიაშიბაშარ ასადმა თურქეთი სირიაში ინტერვენციაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაობამამ მოსკოვს მოუწოდა ატომური იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს