გასულ წლებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებელი გაზრდილია – ნანუაშვილი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ მედიის წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია, გასულ წლებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზრდა, თუმცა პრობლემების მასშტაბების და სიმძაფრის გათვალისწინებით შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ერიკა კვაპილოვამ მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის მოწოდებას მთავრობის მიმართ, შეიქმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არამარტო ამგვარი ფაქტების, არამედ მათი გამოძიების და დამდგარი განაჩენის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს
შემდეგი სტატია“ღია კარის მტვრევა” – ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ში მიმდინარე პროცესებს აფასებს