გასულ წელს აშშ-მ შვიდ ქვეყანაში 26 ათასი ბომბი ჩამოაგდო

გასულ წელს აშშ-მ შვიდ ქვეყანაში 26 171 ბომბი ჩამოაგდო – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს შიდა პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტის მიკი ზენკოს მოხსენებაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული.
ექსპერტის მონაცემებით, აშშ-მ 12 192 ბომბი სირიაში ჩამოაგდო, 12 095 – ერაში, 1337 – ავღანეთში, 496 – ლიბიაში, 34 – იემენში, 12 – სომალიში და სამი – პაკისტანში.
2015 წელს, მოხსენების ავტორის თქმით, აშშ-მ 3027 ბომბით ნაკლები გამოიყენა. გარდა ამისა, მაშინ სიაში არ ყოფილა ლიბია.

banner
წინა სტატიაშირადას დეპუტატის საუბარი სახელმწიფო გადატრალების შესახებ ქსელში გასაჯაროვდა
შემდეგი სტატიაისარელი გაეროს დაფინანსებას ამცირებს