გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დანაშაული აღიარეს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯებმა, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ერთის გარდა უდავოდ გახადეს. ამ გადაწყვეტილებით დაცვის მხარე სახელმწიფო ბრალდებასთან დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და სხვადასხვა გარემოებებზე, მათ შორის ფარულ ჩანაწერებზე აღარ იდავებს. ერთადერთი მტკიცებულება, რაც საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას, ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილისა და მსაჯ ზაზა მაჩალაძის ადვოკატებმა სადავოდ გახადეს, ბრალის დადგენილებაა.

კერძოდ, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კოდქსის 203-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცრდეს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების ან/და კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს. ამჟამად კვარაცხელიას, დათიკაშვილს, მაჩალაძეს და ძმებ ბერიშვილებს ბრალი კომერციული მოსყიდვის მუხლით აქვთ წარდგენილი.

რაც შეეხება ძმებ ბერიშვილებს, მათ წარდგენილ ბრალში ისევ სრულად სცნეს დამნაშავედ თავი და პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადეს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულოს წევრი დააკავეს