გარი კასპაროვი: „პუტინის ბედი გადაწყვეტილია, ის კრემლში მოკვდება“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 19:03 განახლებულია

გარი კასპაროვი: „პუტინის ბედი გადაწყვეტილია, ის კრემლში მოკვდება“

გარი კასპაროვი: „პუტინის ბედი გადაწყვეტილია, ის კრემლში მოკვდება“ერთ-ერთი რუსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარი კასპაროვის აზრით, უახლოეს მომავალში აშშ-სგან უკრაინის იარაღით მომარაგება აუცილებელი გახდება.
მანამდე კი, პუტინი ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიის ჩამორთმევას, რადგანაც მისი პროგრამა მაქსიმუმი უკრაინის, როგორც სახლმწიფოს სრული ჩამოშლაა.
პუტინი ხედავს, რომ ევროპა კონფლიქტის გაფართოებას ერიდება, აშშ კი ვერ წყვეტს უკრაინის იარაღებით მომარაგებას, რაც რუსეთის საქმეებზე „წყალს ასხამს“. ამასთანავე პუტინს, ფაქტობრივად, არანაირი ვალდებულება არ აუღია საკუთარ თავზე მინსკის მოლაპარაკებისას.
„ჩვენ დიპლომატიურ პროცესებთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ ბანდიტებთან და მოძალადეებთან, რომლებსაც უკრაინის კისერზე დანა აქვთ მიბჯენილი. ევროპელები ჩვენს დასაცავად უნდა დამდგარიყვბნენ, მიუხედავად ამისა, ბრიუსელიდან და თეთრი სახლიდან ის გვესმის მხოლოდ, რომ დონბასის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა არ შეიძლება. დასავლეთის ეს მანტრა მშვიდობის შესახებ უაზრობაა, რადგან აგრესორი სრულიად სხვანაირად ფიქრობს. სამწუხაროდ, დასავლეთის თავის მოტყებას უკრაინელების ტანჯვა და სიცოცხლე მიაქვს“ – ამბობს გარი კასპაროვი.
კასპაროვის აზრით, ობამა „ხელებს იბანს“, თითქოს მას საერთოდ არ აინტერესებდეს იმ ოფისის პრესტიჟი, რომელსაც ის წარმოადგენს. თუმცა, ეს მიდგომა მას დიდი ხანი ვერ ექნება და ძალიან მალე უკრაინის იარაღით მომარაგებას დაიწყებს – ამბობს პოლიტიკოსი.
პუტინი კი, კასპაროვის თქმით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩეს ხელისუფლებაში და ამის გამო ცდილობს საკუთარი იმპერიული სადავეების გაძლიერებას.
„პუტინის ბედი გადაწყვეტილია: ის კრემლში მოკვდება. ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით როდის. კარგი კი ის, რომ ეს პუტინმაც არ იცის“ – ამბობს გარი კასპაროვი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 19:03 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics