გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები ,,ახმეტელის’ მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს

მეტროსადგურ ,,ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გატანილია.თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება – პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღური თავდასხმა სენაკში
შემდეგი სტატია“ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია” – პროკურატურა Secret Santa-ს საჩუქრების შესაძლო მითვისებას იძიებს