გარემოვაჭრეთა აქციაზე დაკავებული 3 პირი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 3 პირი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატის ინფორმაციით, პროცესი 27 აპრილს გაიმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

ადვოკატ გიორგი ჩაფიძის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ 2 პირი დააკავეს. დაკავებულებს სამართალდამცველები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ჩაფიძის ცნობით, დაკავებულები ორთაჭალის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

„დღეს აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს. 3 მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ხოლო ორს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ზეპირად ვიცით, თითქოს დაკავებისას ამ ორმა პირმა პოლიციის თანამშრომლებს უკბინა ხელის არეში, რაც აბსურდია“, – განაცხადა გიორგი ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციზური მარკის გარეშე პროდუქციის რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი წლის ბოლომდე უფასოდ დაუთმონ