გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა პაატა ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად ირაკლი მუკნიაშვილი დაინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუკნიაშვილი 2012-2013 წლებში შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2013-2014 წლებში ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2017 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ირაკლი მუკნიაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე პაატა ბატიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც დეპარტამენტს 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიკლუბ „ბასიანის“ ხმაურიანი საქმის ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაგვჯერა, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ დეკანოზმა მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მიზნით დაგეგმა – პროკურორი