გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი ნორმების შესაბამისია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი შემოწმდა და მისი ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია, – ამის შესახებ „თაიმერს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

„კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია“, – ნათქვამია ინფორმაციაშუი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჰაერის ხარისხის შემოწმება სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,, ძლიერი კერა რჩება წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე, მთელი ავიაციის რესურსი ახლა სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული”
შემდეგი სტატია,,დანაკარგი მძიმეა, თუმცა გული არ გავიტეხოთ, ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს”