გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები დარიალის ხეობაში იმყოფებიან

xeobaგარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები დარიალის ხეობაში იმყოფებიან სადაც მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი მონიტორინგი.
სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, მთა მყინვარწვერი ,მყინვარი დევდირაკი და მდ.დევდორაკის კალაპოტი.
პირველადი შეფასებით , აღსანიშნავია რომ დარიალის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფი განვითარდა რამაც გამოიწვია საქ სამხედრო გზის მწვობრიდან გამოსვლა 800 მეტრიან მონაკვეთზე.
აღსანიშნავია რომ 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითრებული მეწყრულ ღვარცოფული სტიქიის დროს მდ. დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის ნაწილი არსებობდა. უხვმა ნალექმა ხელი შეუწყო აღნიშნული მყარი მასის დინამიკაში მოსვლას და ღვარცოდფის სახით თერგის კალაოპტამდე ჩამოვიდა, რამაც გამოიწვია ღვარცოფის წარმოქმნა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს ხეობაში , ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს და დაუყოვნებლივ მოხდა საავტომობილო გზის ჩაკეტვა. საგზაო მოძრაობის ოპერატიულად გადაკეტვამ მინიმუმადე დაიყვანა რისკების

სპეციალისტების მიერ მიმდინარე პროცესებზე მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული განაჩენი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარებულია