„გარემოება რომ 102 გადაცემიდან შეიძლება დახურო 101, ნიშნავს რომ უარს ამბობ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე“-სულხან სალაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს დღეს სამეურვეო საბჭო შეხვდება. ვასილ მაღლაფერიძე შეკრებილებს სამოქმედო გეგმის დეტალებს გააცნობს. არხის ხელმძღვანელის მოსაზრებები მიუღებელია სამეურვეო საბჭოს ნაწილისთვის.

ბორდის წევრები მოგვიანებით საკუთარი ალტერნატიული წინადადებების შეთავაზებასაც აპირებენ.

„გარემოება რომ 102 გადაცემიდან შეიძლება დახურო საზოგადოებრივ მაუწყებელზე 101, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უარს ამბობ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე,“ – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ.

არხის კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში კი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მილიონობით დახარჯული თანხის გამო მათ პროკურატურას მიმართონ.

„მოქმედი თანამშრომლები, მოქმედი გადაცემის წამყვანებიც კი ამბობენ, რომ არის ზედმეტი ხალხის ამ ტელევიზიაში, არიან მკვდარი სულები და საჭიროა მათგან გაწმენდა ორგანიზაციის. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა იმაზე, რომ ათას 300 კაცი წავიდეს და დაჯდეს სახლში,“ – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტმა ფინანსურ საკითხებში ნოდარ ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ნადირაშვილმა ზარდიაშვილს წარსული შეახსენა
შემდეგი სტატია„ეს არის მაუწყებლის დახურვის გეგმა,” – დოდო შონავა ვასილ მაღლაფერიძის გეგმაზე საუბრობს