გარდაიცვალა სტალინის შვილიშვილი-ვასილი სტალინის შვილი

რუსული მედიის ცნობით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მოსკოვში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსული არმიის თეატრის რეჟისორი ალექსეი ბურდონსკი. დაბადებიდან ალექსეი ვასილის ძე სტალინი.
ალექსეი ბურდონსკი გახლდათ იოსებ სტალინის უმცროსი ვაჟის – გენერალ-ლეიტენატ ვასილი სტალინის პირველი ქორწინებიდან (გალინა ბურდონსკაია) – პირველი შვილი. ალექსეი მამის გარდაცვალების შემდეგ (1962წ.) დედის გვარს ატარებდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა სტალინის კიდევ ერთი შვილიშვილი, უფროსი ვაჟის იაკობის შვილი – ევგენი ჯუღაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ალექსეი ბურდონსკის მამა, სტალინის ვაჟი – ვასილი, თავად სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ხელსუფლებას ორჯერ ჰყავდა დაპატიმრებული – ოფიციალური ბრალდებით: ანსისაბჭოთა პროპაგანდა და პარტიის ლიდერების მიმართ ცილისწამება… სინამდვილეში კი ჩინეთში გაქცევის მცდლობისა და იოსებ სტალინის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო დააპატიმრეს. წლების განმავლობაში ის მოსკოვის ციხეში იჯდა… განთავისუფლების შემდეგ მას მოსკოვში და საქართველოში ცხოვრება აუკრძალეს… საბოლოოდ კი ყაზქანში გადაასახლეს, რადგან ეს ქალაქი იმ დროისთვის უცხოელთათვის დახურული ქალაქი იყო. 1962 წელს ვასილი სტალინი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილის დაღუპვის ოფიციალურ ვერსიად ალკოჰოლური მოწამვლა დაასახელა, რასაც ვასილის 4 ცოლიდან ერთ-ერთი, კაპიტოლინა ვასილევა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი განცხადებით ხელისუფლებას ვასილი გაკვეთაც არ მოუხდენია ისე დაასაფლავეს.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერს „საჩუქარი მიართვა“-დაკავებულია მუსტაფა ემრე ქაბუკი
შემდეგი სტატიათორდიასთან დაკავშირებულ ვიდეოზე შსს განცხადებას ავრცელებს