გარდაცვლილი 24 წლის გოგო შილდაში – სამართალდამცველების გულგრილობა?

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს საქმეში სამართალდამცველების მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობენ. ორგანიზაციამ საქმის მოკვლევა დაიწყო.

„ადგილი რამდენჯერმე ჰქონდა სხეულის დაზიანებას, თუ ჰქონდა სუიციდის მცდელობას ადგილი, სისტემატურ შეურაცხყოფას და ასეთი დამოკიდებულება გამოიკვეთა და ეს დაინახა პოლიციამ, მისთვის უნდა მიენი?ჭებინათ აუცილებლად მსხვერპლის სტატუსი, იგი უნდა გაეყვანათ ბავშვიანად თავშესაფარში და მისთვის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებინათ, რაც როგორც ჩანს არ გაკეთებულა,“ – აცხადებს „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი ლია ხუროშვილი.

სოფელ შილდაში, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ყიზილაჯლოში მომხდარის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” შტაბთან მომხდარი სროლა შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება – იმამკულიევი