გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები კვლავ თავს დაესხნენ უბანზე მოსულ„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭრებს.
ენმ-ს თქმით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სწორედ ის ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა.

“შელაპარაკების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქვების სროლას. შელაპარაკებაში მონაწილეობას იღებდა პირი, რომელიც თან იარაღს ატარებდა, თუმცა ის სამოქალაქო ფორმაში იყო და ვინაობის გამხელა არ ისურვა. აღნიშნული პირი ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავების ადგილზე ყოფნის მიუხედავად, მათ შექმნილი მდგომარეობის გასანეიტრალებლად არაფერი გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ უბანზე პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა. „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი პროვოკაცია მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ საარჩევნო პროცესების შეფერხებას.””- აცხადებენ ენმ-ში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: უსაფუძვლოა საუბარი, რომ სუს-ის თანამშრომლები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს