გარდაბანში სიძემ ცოლის ძმა შემთხვევით სანადირო თოფით მოკლა

გარდაბანში სიძემ ცოლის ძმა შემთხვევით სანადირო თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, ისინი მწყერზე სანადიროდ წასვლისთვის ემზადებოდნენ.  თოფის წმენდისას სიძეს თოფი გაუვარდა ხელიდან და ცოლის ძმას, დაახლოებით 30 წლის მამაკაცს, მოხვდა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა სიძე ცხელკვალზე დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

banner
წინა სტატიაშიალექსეი კუდრინი: აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბევრად უფრო საშიშია
შემდეგი სტატიაკიევის პოლიციის უფროსი : უკრაინის დედაქალაქში ათამდე ქართველი “კანონიერი ქურდი” იმყოფება