გარდაბანში რიგგარეშე არჩევნების დროს სამხედროებისთვის სპეცუბანი გაიხსნება

28 იანვარს გარდაბანში დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნების დროს 700 სამხედრო მოსამსახურისთვის სპეცუბანი გაიხსნება. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

ცესკომ გარდაბნის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის საჩივარი თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ ამომრჩეველთა 700 კაციან სიას ეხებოდა.საჩივარში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სამინისტრომ სიები კანონის დარღვევით შეადგინა და ვაზიანის ბაზაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 700 სამხედრო მოსამსახურის არსებობა არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიირანმა აშშ-ს საზღვრის დარღვევის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა
შემდეგი სტატიაამერიკელმა პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლა