გარდაბანში ერთმანეთს დიმიტრი შაშკინი და უმრავლესობის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდნენ

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი გარკვეული სახის ზეწოლას ახდენდნენ ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წარმომადგენლებსა და დიმიტრი შაშკინს შორის.

„05:00 საათამდე ამ უბანზე ტარდებოდა, მშვიდი, სამართლიანი არჩევნები. 05:00 საათზე, აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგია ბოკერიას. ალყა შემოარტყეს უბანს, შეურაცხყოფას აყენებდნენ შემომსვლელ ამომრჩევლებს. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

თავად ნიღბიანი პირები კი, რომლების მიმართაც შაშკინს პრეტენზია ჰქონდა, აცხადებენ, რომ ისინი მეგობართან სტუმარად იმყოფებიან. თუმცა მოგვიანებით, მათი ჯგუფის ნაწილი სწორედ ქართული ოცნების ოფისში მივიდა.

banner
წინა სტატიაში“კარგია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო “
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ნაციონალური მოძრაობა არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა