“ქართულმა ოცნებამ” დიდი უპირატესობით მოიგო გარდაბნის არჩევნები

iraklikobaxidzeaaa-cr-739x428გარდაბანში, ” პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო.

“მონაცემები ცხადყოფს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დიდი უპირატესობით, დაახლოებით სამმაგი უპირატესობით მოიგო გარდაბნის არჩევნები, რასაც წინასწარ ვაანონსებდით. გარდაბნის არჩევნებს ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ისე “ნაციონალური მოძრაობისთვის”, გამომდინარე იქედან, რომ ეს არჩევნები ასახავს არა მხოლოდ გარდაბნის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის განწყობას. შესაბამისად, გარდაბნის არჩევნები იყო ჩვენთვის გენერალური რეპეტიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-ჯვარი-მესტის გზის ლიას მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგარდაბანში, მე-4 უბანზე , ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი (ვიდეო)