გაფიცული ექიმები ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ

იაშვილის კლინიკის გაფიცულმა ექიმებმა ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ მუშაობა განაახლეს.
მედიკოსთა პროტესტს, კლინიკის ხელმძღვანელი შოთა ჯოგლიძე რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა. ჯოგლიძის თქმით, თუ რამ გამოიწვია ექიმების პროტესტი, მისთვის გაუგებარია.

“ზოგადად ექიმების ხელფასი 10 რიცხვში ერიცხებათ. ამჟამად ექიმებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, თუმცა ეს სიახლე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს ანაზღაურებს შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ, ანაზღაურებაც შემდეგ ირიცხება. ზუსტად ერთთვიანი დაგვიანებით ირიცხება ანაზღაურება და ეს სიახლე არ არის. 10 წელია ექიმები ხელფასს ასე იღებენ”, – განაცხადა შოთა ჯოგლიძემ.

განსხვავებულია გაფიცული ექიმების მოსაზრება. მათი თქმით ხელფასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ შეიქმნა, რაც კლინიკაში კომპანია”ევექსი” შევიდა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საარჩევნო წელიწადმა ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს
შემდეგი სტატიადავით დვალი: რუსთავი 2-ის ბევრ თანამშრომელს ვხვდები, ველაპარაკები და კიდევ შევხვდები