“განზრახულია, რომ “ახალ მემარჯვენეებს წაგვართვან ჩვენი ნომერი” – მამუკა კაციტაძე

პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭების პროცედურებთან დაკავშირებით, რესპუბლიკელების პროტესტს, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოყვა. ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის თქმით, სწორედ რესპუბლიკელების იდეა იყო და მიმართეს წინადადებით ცესკოს, რომ მოხდეს წილისყრამდე მათთვის საარჩევნო ნომრის მინიჭება.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია იხილავს ჩვენთვის, ჩვენი კუთვნილი ნომრის მინიჭება არ მინიჭების საკითხს და ჩვენთვის მიღებული ინფორმაციის თანახმად განზრახულია, რომ ახლა მემარჯვენეებს წაგვართვან ჩვენი ნომერი, რომელიც მიღებული გვქონდა 2014 წელს და რომლის გამოყენების სრულად კანონიერი უფლება გვრჩება. როდესაც საუბარია უთანაბრობაზე და უფლებების დარღვევაზე, თანაბრობის აღმჭურველი იყო ის ნორმა, რომელიც დღევანდელმა პარლამენტმა მიიღო და მთელ რიგ სუბიექტებს მისცა უფასო საეთერო დრო და უფრო მეტი სუბიექტები დატოვე უფასო საეთერო დროის გარეშე,” – განაცხადა კაციტაძემ.

პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივნის გოჩა თევდორაძის თქმით, საარჩევნო ნომერზე კენჭისყრა ამომრჩევლის დაბნევას გამოიწვევს.

“თუ კენჭისყრა ჩატარდება ნომრებთან დაკავშირებით, 8 ნომერი მიიღოს სხვა რომელმა პოლიტიკურმა ძალამ და აღმოჩნდება, რომ 13 სხვადასხვა ოლქში, შეიძლება საარჩევნო ნომერი 8-ით მონაწილეობას ღებულობდეს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი და იმ პარტიის კანდიდატი, რომელსაც წილისყრით ეს ნომერი შეხვდება. ეს თავისთავად ცხადია, ამომრჩევლის დაბნევას გამოიწვევს“ – აღნიშნა თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობის პილოტირების პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატია“დირსის” თანამშრომლები 3 თვის ხელფასს ითხოვენ