განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ერთობლივად შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი – თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით)“, – აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალმა საქართველომ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაასახელა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა ბირთვული მიზნების ბოლომდე განხორციელებით იმუქრება